
გაძლიერებული გუნდის შექმნა
GEC არის ადამიანებზე და ღირებულებებზე ორიენტირებული კომპანია და ამიტომ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ხალხია. ჩვენ ვინარჩუნებთ მრავალფეროვან სამუშაო გარემოს, რომელიც დაფუძნებულია თანამშრომლის პიროვნულ თავისუფლებაზე, ინდივიდუალიზმზე, პროფესიულ განვითარებასა და გუნდურ მუშაობაზე.
ჩვენ ვქმნით თანაბარ კარიერულ შესაძლებლობებს ყველასთვის, განურჩევლად სქესისა, რელიგიისა, ეროვნებისა, ასაკისა და სხვა დემოგრაფიული მახასიათებლებისა. გარდა ფუნქციური ბენეფიტებისა, როგორიცაა სტაბილური ხელფასი, უსაფრთხო გარემო და ანაზღაურებადი შვებულება, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ყველა თანამშრომელს ჰქონდეს ემოციური სარგებელი, რაც მათ თავს ბედნიერად და მოტივირებულად აგრძნობინებს.
ჩვენ აქტიურად ვატარებთ შეხვედრებს, პრეზენტაციებს და სხვადასხვა აქტივობებს, რათა შევინარჩუნოთ შესაბამისობა ჩვენი კომპანიის კულტურასთან, პოლიტიკასთან, პროცედურებთან და სტრატეგიასთან. ჩვენი ინტრანეტის სისტემა მორგებულია თანამშრომლების საჭიროებებზე და უზრუნველყოფს ინფორმაციის გამჭვირვალობას. გუნდურობის გრძნობის შესანარჩუნებლად, უზრუნველვყოფთ, რომ გუნდის წევრები ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. ამ მიზნით, ჩვენ ვატარებთ ონლაინ გუნდის შემკვრელ ღონისძიებებს და პერსონალის შეხვედრებს, სადაც ესწრებიან GEC გუნდის წევრები, განიხილავენ ჩვენს მიმდინარე სამუშაოებს და გეგმებს და ერთად ატარებენ საინტერესო დროს. ასევე, გუნდის წევრებს აქვთ შესაძლებლობა, იმუშაონ ჩვენი ოფისებიდან სხვადასხვა ქვეყანაში, თუ ამას გადაწყვეტენ.
სწავლა და განვითარება
ჩვენი გუნდის პროფესიული ზრდა და განვითარება GEC-ის მთავარ პრიორიტეტებს შორისაა. ჩვენ ვმუშაობთ მენეჯმენტის საკონსულტაციო და ბიზნესის განვითარების მრავალფეროვან ინდუსტრიებში, ეს კი ეხმარება გუნდის წევრებს მუდმივად გააუმჯობესონ თავიანთი უნარები, ცოდნა და კომპეტენციები და მუდმივად განვითარდნენ.
გუნდის თითოეული წევრისთვის ყოველწლიურად მზადდება ინდივიდუალური პროფესიული განვითარების გეგმას. ჩვენ ვსაზღვრავთ სტრატეგიულად არსებით მიმართულებებს, ვპოულობთ თანამშრომლებისთვის აუცილებელ ტრენინგებსა და კურსებს და ვთავაზობთ კურსებს და ტრენინგებს მათი ინტერესების შესაბამისად. გუნდის წევრებს აქვთ შესაძლებლობა განავითარონ თავიანთი უნარები და გაიზიარონ გამოცდილება უფროსი ბიზნეს კონსულტანტებისგან.
ჩვენ ასევე მუდმივად ვახორციელებთ ინვესტიციებს ჩვენი თანამშრომლების განვითარებაში, სხვადასხვა სასერტიფიკაციო პროგრამების, სასწავლო კურსების და ტრენინგების დაფინანსებით. ღია ფორმის საშუალებით თანამშრომლებს შეუძლიათ წარმოადგინონ სასურველი ტრენინგ/სასერტიფიკატო პროგრამების სია, რომლებსაც სრულად დააფინანსებს GEC.
ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
GEC-ში ვინარჩუნებთ განსხვავებულ სამუშაო გარემოს პირადი თავისუფლებისა და კორპორატიული კულტურის პოპულარიზაციის გზით, რომელსაც თან ახლავს გუნდური და ინდივიდუალური აზროვნების სინერგია, მუშაობა და თანამშრომლობა მეგობრულ და სასიამოვნო ატმოსფეროში.
ჩვენ ვინარჩუნებთ ჯანსაღ ბალანსს სამუშაოსა და ცხოვრებას შორის და ვქმნით გარემოს, სადაც გუნდის თითოეული წევრი თავს კომფორტულად და დაფასებულად გრძნობს. ჩვენს თანამშრომლებს შეუძლიათ დაგეგმონ სამუშაო საათები და ადგილმდებარეობა, საჭიროების შემთხვევაში დაისვენონ და გამოიყენონ შვებულების დღეები. ვთავაზობთ კონკურენტულ ანაზღაურებას, ბონუსებს და ბენეფიტებს, რომლებიც მოიცავს ჯანმრთელობის დაზღვევის დაფარვას როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მათი ოჯახებისთვის, ანაზღაურებად 6 თვიან დეკრეტულ შვებულებას, მოკლე და გრძელვადიან ანაზღაურებად შვებულებას, კორპორატიულ სიმ ბარათებს, პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს, მოქნილი სამუშაო საათებს, ფიზიკური და მენტალური კეთილდღეობას.
ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ტიპის პოლიტიკა უსაფრთხო და სამართლიანი გარემოს უზრუნველსაყოფად, როგორიცაა ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა, ეთიკის კოდექსი, თანამშრომელთა დახმარების პროგრამის პოლიტიკა, დეკრეტული შვებულების პოლიტიკა, შევიწროების პოლიტიკა, და სხვები.
ჩვენ გვაქვს საჩივრების მექანიზმი და გუნდის თითოეულ წევრს შეუძლია გამოგზავნოს საკითხები ან საჩივრები, რომლებიც განიხილება დამოუკიდებელი კომიტეტის მიერ. ასევე, გუნდის ნებისმიერ წევრს შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი კომპანიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, შემოგვთავაზოს იდეა ღია ფორმებით და აქტიურად მიიღოს მონაწილეობა განხორციელების პროცესში.
